LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელი გახდება პირველი ქალაქი ევროპაში, სადაც ცხენებს ტურისტული ელექტროქარები ჩაანაცვლებენ

130
Horse

2024 წლის ზაფხულიდან ბრიუსელში 3 ელექტროქარი ივლის. ამ ავტომობილთა მიზანი ცხენიანი ეტლების ჩანაცვლება იქნება. სიახლის შესახებ new mobility წერს.

როგორც ბრიუსელის მერიამ დააზუსტა, ელექტრონული უცხენო ეკიპაჟები ევროპაში უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა.
ელექტრონული ეტლები XIX საუკუნის სტილში შესრულებულ ვიზუალს მიიღებენ. იდეის ავტორთა განმარტებით, ისინი ძველ ავტომობილებს ემსგავსებიან, თუმცა ერთობ თანამედროვე „შიგთავსი“ ექნებათ.

2021 წლიდან ბელგიის დედაქალაქში ცხენებისა და პონების ბაზრობებზე ექსპლუატაცია აიკრძალა, ხოლო ამიერიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ცხენების ტურისტული მიზნით გამოყენებასაც სასტიკად ეწინააღმდეგება.

აღსანიშნავია, რომ ცხენებიან ეტლებს ბრიუსელში ყოველწლიურად 15 ათასი ტურისტი იყენებდა ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები