LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელში სურთ, რომ ვირთხები სინდიოფალების დახმარებით დაამარცხონ

113
7345a540-7482-11f0-87bb-670113ba

ბრიუსელში ქალაქის ხელისუფლებამ სერიოზულად დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ ვირთხებთან საბრძოლველად სინდიოფალები გამოიყენოს. სიახლის შესახებ BBC წერს.

ვირთხები დიდი ხანია სერიოზულ პრობლემად იქცა ბელგიის დედაქალაქში – მოსახლეობას და სასურსათო მაღაზიებს სთხოვენ, რომ არ გადაყარონ საკვების ნარჩენები ქუჩაში და ნაგვის კონტეინერები მჭიდროდ დახურონ.

იდეის მხარდამჭერები ამბობენ, რომ სინდიოფალები განსაკუთრებით დახელოვნებული არიან ვირთხებზე ნადირობაში, რადგან ისინი მათ ბუნებრივ ნადავლს წარმოადგენენ. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ვირთხას სინდიოფალას სუნიც კი აფრთხობს. მათი ჩანაფიქრით, სინდიოფალები, მღრღნელებს სათაგურებში შეყრიან.

სინდიოფალები უკვე მონაწილეობდნენ ვირთხებთან ბრძოლაში ბრიუსელის ზოგიერთ რაიონში. ახლა კი ქალაქის საბჭოს ამ მეთოდის მთელ ქალაქში გავრცელება სურს. გადაწყვეტილება მომდევნო თვეებში იქნება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ იდეას ძალიან ეწინააღმდეგებიან ცხოველთა დამცველები. მათი აზრით, სინდიოფალების ასეთი მიზნით გამოყენებამ შესაძლოა მათი დაღუპვა გამოიწვიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები