მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეები და თეატრალური კომპანია Columbia Live Stage პოპის მეფის შესახებ სპექტაკლს დადგამენ. შოუს ჯერ არ აქვს სახელწოდება, თუმცა ცნობილია, რომ პრემიერა 2020 წელს, ბროდვეიზე გაიმართება.
პიესას ჯექსონის შესახებ პულიცერის პრემიის მფლობელის, ლინნ ნოტეჯის ნამუშევარი დაედება და მასში მუსიკოსის ცნობილი ჰიტები Thriller, Smooth Criminal, Beat It და Don’t Stop ‘Til You Get Enough შევა.
მიუზიკლსა და მასში შემავალ ქორეოგრაფიას თეატრალური პრემია „ტონის“ ლაურეატი კრისტოფერ უილდონი დადგამს.