ბრუნო მარსმა სოლო კარიერის ახალი ერა ოფიციალურად დაიწყო. არტისტმა ახალი სიმღერა – I Just Might გამოუშვა, რომელიც მეოთხე სტუდიური ალბომის – The Romantic ლიდ სინგლია.
ტრეკი თანმხლებ კლიპთან ერთად გამოვიდა, რომელშიც მხოლოდ შემსრულებელი მონაწილეობს და როგორც მომღერლის, ასევე აკომპანირებული ბენდის წევრების როლები აქვს მორგებული.
ჩანაწერი, რომელიც შთაგონებულია ლეო სეიერის კლასიკით – You Make Me Feel Like Dancing დისკოს, პოპისა და ფანკის ნაზავია.
შეგახსენებთ, რომ ახალი წლის პირველ დღეებში ბრუნო მარსმა გულშემატკივარს სოლო კარიერის არაერთი სიახლე, მათ შორის თითქმის 10 წლიანი პაუზის შემდეგ ალბომის გამოშვება და მისი მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე დაუანონსა.
ლიონ თომასი, რეი, ვიქტორია მონე – ბრუნო მარსის ტურნე ვარსკვლავების მონაწილეობით გაიმართება