ამერიკელმა მომღერალმა ბრუნო მარსმა თაყვანისმცემლები ახალი კლიპით „That’s What I Like“ გაახარა. რამდენიმე საათში ვიდეოს YouTube-ზე 2 მილიონამდე ნახვა, უამრავი „ლაიქი“ და კომენტარი ჰქონდა.
სიახლე მეორე ოფიციალური სინგლია მარსის ახალი ალბომიდან „24K Magic“, რომელიც გაყიდვაში გასული წლის ნოემბერში გამოვიდა და Billboard 200-ის მეორე ადგილზეც განთავსდა.
რამდენიმე თვის წინ ამავე სახელწოდების ლიდ-სინგლი გამოვიდა, რომელმაც Billboard Hot 100-ის მე-4 პოზიციაზე ასვლა შეძლო.