Bugatti Chiron Super Sport 300-ის ბოლო ეგზემპლარი, რომლის ფასიც 3,5 მილიონი ევროა, მფლობელს გადასცეს. ასე დასრულდა ყველაზე სწრაფი Bugatti-ს წარმოება, მოდელის რომელიც 2019 წელს 490,484 კმ/სთ-მდე გახურდა. მძლავრი ვერსიის ტირაჟი სულ 30 ეგზემპლარისგან შედგებოდა. წელს ბრენდი თავად Chiron-საც საბოლოოდ დაემშვიდობება და დარჩენილ 80 ჰიპერქარს მყიდველებს წლის ბოლომდე დაურიგებენ.
Bugatti-მ სერიული Super Sport 300+ ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში დააანონსა. 30 ჰიპერქარიდან პირველი 8 მხოლოდ 2021 წელს, პანდემიური გართულებების გადალახვის შემდეგ ააწყეს.
ჰიპერქარი მოძრაობაში 8 ლიტრის W16 ძრავას მოჰყავს, აგრეგატის სიმძლავრე 1500-1600 ცხენის ძალაა. სერიული ვარიანტის მაქსიმალური სიჩქარე 442 კმ/სთ-ს შეადგენს.