LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და საქმისადმი ასეთივე დამოკიდებულებას მოვითხოვ სხვისგანაც“ – ჯანდაცვის ახალი მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა

119
-MG-6026

ეკატერინე ტიკარაძემ თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი წარუდგინა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მინდა მოგილოცოთ ახალი თანამდებობა. წინ ძალიან საინტერესო გამოწვევები გელით. სამომავლო საქმიანობაში წარმატებებს გისურვებთ. სამინისტროში ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებთ, რომელიც შემდგომ საქმიანობაშიც გამოგადგებათ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სირთულეს და მნიშვნელოვან გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევთ“, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

უწყების ინფორმაციით, მოადგილეებმა, სსიპებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ზურაბ აზარაშვილს საკუთარი მიმართულებებით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ უდიდესი პასუხისმგებლობით სავსე სამინისტროს გუნდში ჩართვა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერით, კონსტრუქციული თანამშრომლობითა და მეგობრობით ძალიან კარგ შედეგებს მივაღწევთ. მე ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და საქმისადმი ასეთივე დამოკიდებულებას მოვითხოვ სხვისგანაც. დიდი იმედი მაქვს, რომ ვითანამშრომლებთ და კონკრეტული შედეგები გვექნება“, – განაცხადა ახლად დანიშნულმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

ეკატერინე ტიკარაძემ ახალ მინისტრს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

დავითაშვილი ჯანდაცვის ახალ მინისტრზე: აუცილებელი არაა სამედიცინო პროფესიის იყოს – ის გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერია

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ახალი მინისტრის პოზიციაზე, ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.

„იგი არის ექიმის ოჯახში გაზრდილი, ჰყავს ხუთი შვილი“- პრემიერმა ჯანდაცვის ახალ მინისტრად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მანამდე კი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორი. მანამდე კი „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი. მას საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

რა ქონებას ფლობს და რა განათლება აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრ ზურაბ აზარაშვილს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g