LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურჭულაძე პოლიტიკაში – ახალი ძალა მომავალ არჩევნებში?

106

პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობა გვექნება – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებულმა,  ”საქართველოს განვითარების” ფონდის წევრმა, ხათუნა ლაგაზიძემ, რადიო ”ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, ჯერჯერობით, ფონდის პოლიტიკურ მიზნებზე საუბარი არ არის, ამიტომ პარტიებთან ითანამშრომლებენ როგორც იმ ჯგუფებთან, რომლებმაც საზოგადოებაში არსებული პრობლემები, თეორიულად, კარგად იციან.

”სწორედ იმიტომ რომ ჩვენთვის ფასეულია ყველა ის იდეა, რომელიც არის ღირებული და პროფესიონალური, არ  გამოვრიცხავთ, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში იყოს ისეთი ღირებული იდეები, რომლის მოსმენაც და გაზიარებაც იქნებოდა სასარგებლო” – განაცხადა პოლიტოლოგმა.

რაც ეხება ბურჭულაძის განცხადებას ირაკლი ალასანიასთან და ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების გამართვის შესახებ, ხათუნა ლაგაზიძე განმარტავს, რომ აქ პოლიტიკურ კონსულტაციებზე საუბარი არ ყოფილა. მისი ვარაუდით, ბურჭულაძემ, ის შეხვედრა იგულისხმა, როდესაც ივანიშვილი ბადრი პატარკაციშვილის 13 წლისთავზე გამართულ მიღებაზე ნახა.

”ირაკლი ალასანიასთან  მას ახლო ურთიერთობა აკავშირებს, ორივეს გურიასთან აქვს ნათესაური კავშირი და მათი ცხოვრების გზა დაახლოებულია.” – განაცხადა პოლიტოლოგმა.

მისივე თქმით, ”საქართველოს განვითარების ფონდი”, პირველ რიგში, საზოგადოების გააქტიურებასა და სახელმწიფოს მართვის პროცესში ადამიანის დაბრუნებას ისახავს მიზნად. როგორც ლაგაზიძემ რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე, ფონდის მიერ შედგენილი გეგმის შესრულება საზოგადოებრივ ფორმატში შესაძლებელია, ხოლო დანარჩენს, მომავალი აჩვენებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები