პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანგელა ვასილენკო დღეს სასამართლოში არ გამოცხადდება. მან საქართველო რამდენიმე წუთის წინ დატოვა და მოსკოვში გაფრინდა. ვასილენკო ამბობს, რომ გამოძიების კითხვებს არ გაურბის და საქმესთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას პასუხს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ გასცემს.
„არსად გავრბივარ, 8 ოქტომბერს დავბრუნდები. უკან დასაბრუნებელი ბილეთი მაქვს, პროკურატურას ყველაფერი ვუთხარი. ჩამოვალ 8 ოქტომბერს და მინდა საგამოძიებო უწყების ყველა კითხვას პასუხი გავცე”,– განაცხადა ბურჭულაძის მეუღლემ.
მისი ადვოკატის , სოსო ბარათაშვილის თქმით, გამოკითხვა 8 ოქტომბერს იყო ჩანიშნული, თუმცა თარიღი მოულოდნელად შეიცვალა.
ანგელა ვასილენკო სასამართლოში გამოკითხვაზე ფონდ „იავნანას“ დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებივი მდგომარეობის გამოყენებით შესაძლო მითვისება – გაფლანგვის ფაქტებთან დაკავშირებით დაიბარეს.
