LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CASPIAN AGRO 2025-ზე საქართველოს პავილიონს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვია

107
CASPIAN AGRO

დღეს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, საერთაშორისო აგროგამოფენა გაიხსნა.

CASPIAN AGRO 2025-ზე საქართველოს პავილიონს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვია. ილჰამ ალიევს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზურაბ პატარაძესთან ერთად  უმასპინძლა.

ილჰამ ალიევმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების და ერთიანი სტრატეგიული მიზნების არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მონაწილეობა CASPIAN AGRO 2025-ში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო ამყარებს და სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებს ზრდის.

საქართველოს პავილიონში წარმოდგენილია ღვინო, საკონსერვო ნაწარმი, ნატურალური წვენები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ორგანული წვენები.

აღსანიშნავია, რომ გამოფენას CASPIAN AGRO, რომელშიც, საშუალოდ, 25 ქვეყანა მონაწილეობს, ყოველწლიურად 15 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენა 16 მაისს დაიხურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g