LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცეკვავენ კარანტინის ვარსკვლავები” – როგორ ერთობიან თბილისში კარანტინში მყოფი პაციენტები (ვიდეო)

778
pjimage

ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ ცეკვავენ, კორონავირუსის გამო, კარანტინში მოთავსებული პაციენტები. როგორც სულაბერიძე წერს, ვიდეო კლინიკა “ვივამედიში” მოწყობილ საკარანტინო ზონაში, 2 მარტს არის გადაღებული.

“ჩვენი დრო, 2020 წლის 2 მარტი, ვივამედი, ცეკვავენ კარანტინის ვარსკვლავები.
ნინო ნადირაძე.

ირაკლი გაფრინდაშვილი ირანელზე დაგაღალატე, მაგრამ ვიცი ესეც გაგიხარდება”, – წერს ნოე სულაბერიძე. 

 

შეგახსენებთ,  საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით აზერბაიჯანელია. “კოვიდ 19”- ის მეორე შემთხვევასაქართველოში  28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

ქალები მერილენდის უნივერსიტეტიდან, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობენ (ფოტო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g