LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჭაჭა დასალევად არ შველის, შეგიძლიათ წყალში გააზავოთ, ანტისეპტიკური თვისებები აქვს” – ამირან გამყრელიძე

291
82244349-2950152538337726-4767452452049911808-o

“ანტისეპტიკური საშუალებების დეფიციტი მარტო საქართველოში არ არის. სერიოზულად გაუარესებულია ეპიდსიტუაცია მთელ მსოფლიოში. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ გვაქვს საშუალებებიც” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჭაჭის როგორც ანტისეპტიკის, ხელების დასაბანად გამოყენებაა შესაძლებელი.

“ანტისეპტიკების და პირბადეების დეფიციტი, მარტო საქართველოში არ არის. დეფიციტი აქვს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანას. ჩვენი ფარმაცევტული კომპანიები ინტენსიურად მუშაობენ საქართველოში და სხვა ქვეყნებში, რომ ეს დეფიციტი სწრაფად აღმოიფხვრას. დეფიციტი რამდენიმე დღეში აღმოიფხვრება. ამავე დროს გვაქვს სხვა საშუალებებიც, საპნის დეფიციტი ნამდვილად არ არის. შეგვიძლია ხელები საპნით დავიბანოთ, შეგვიძლია, გავაზავოთ სპირტი წყალში. ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს ჭაჭას და შეიძლება გამოიყენოთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

შეგახსენებთ, კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. პირველი დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ,ეროვნებით აზერბაიჯანელია. “კოვიდ 19”-ის მეორე შემთხვევა 28, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

80 ინფიცირებული ქვეყანა: ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ გრძელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები