LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამოშლილი ეკონომიკა თუ კონფლიქტი ოჯახში – რატომ გვეშინია კარანტინის

107
88

შემცირებული ხელფასები, დისტანციური სწავლა, ჩაკეტილი საზღვრები – ეს ისაა, რითიც თავი გასულმა გაზაფხულმა დაგვამახსოვრა. კარანტინის დღეები არავის მოგვეწონა და, ბუნებრივია, მისი გამეორების შიში კორონავირუსით დაინფიცირებულთა გაზრდილმა რაოდენობამ კვლავ გააჩინა.

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად მეორე კარანტინის შემთხვევაში“ – „ფორტუნამ“ ეს კითხვა სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს დაუსვა.


დ.ვ

„ბუნებრივია ვირუსის გავრცელებისაც მეშინია, მაგრამ მაინც დავასახელებდი გაჩერებულ ეკონომიკას – სამსახური, სწავლა, ყოველდღიური ცხოვრების წესი ჯაჭვურად მოიშლება, რაც სავარაუდოდ, ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს. არ მინდა ძველ დროში – ჩაკეტილ, უპერსპექტივო შევარდნაძისეულ საქართველოში დაბრუნება“.

ლ.შ.

„შიმშილის მეშინია, მეტი არაფრის“.

მ.კ.

“შეიძლება ითქვას, რომ „დაგვერხევა“. ან შეიძლება, უკვე „დაგვერხა“ კიდეც და ბოლომდე ვერ ვიაზრებთ. კორონავირუსის ვაქცინა არ არსებობს და როგორც ამბობენ, არც ეფექტიანი წამალი არსებობს ჯერჯერობით”.

ნ.თ.

„ოჯახური კონფლიქტის მეშინია. დიდი ხანი უსაქმურად სახლში ჩაკეტილი წყვილი, რომელიც ამას არ არის მიჩვეული. პირველი კარანტინი ცოტა მაგის გამო გამიჭირდა. გულწრფელად გეუბნები და მერე რომ ვნახე მსოფლიოს სტატისტიკა, ბევრი წყვილი დაშორდა ერთმანეთსო. არ ვარ მიჩვეული მე ასე სულ ერთად ყოფნას და შეიძლება, იმიტომ. სხვა არაფრის არ მეშინია. საჭმელი გაქრება და მშიერი დავრჩევი, მაგის არ მეშინია. საჯარო სამსახურში ვმუშაობ და უსამსახუროდაც არ დავრჩები. კერძო სტრუქტურა რომ იყოს, მაგის გამოც შემეშინდებოდა”.

 

 

მ.მ.

„მეშინია ისედაც მინუსებში წასული ეკონომიკის კიდევ უფრო ვარდნის…
ბუნებრივია, ეს ავტომატურად აისახება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე. ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში სამსახური 78 ათასმა ადამიანმა დაკარგა – მეშინია, ამ რიცხვის კიდევ უფრო ზრდის.
მეშინია საზღვრების ჩაკეტვის კიდევ დიდხანს გახანგრძლივების და ამ რეჟიმში, ძლივს ამოქოქილი ტურიზმის სექტორის  დიდი ხნით დაპაუზების…
მოკლედ, ყველა ჩემი შიში ქვეყნის მასშტაბით ბიზნესექტორის გაჩერებას უკავშირდება – ეს კი ავტომატურად ქვეყნის ეკონომიკურ დაღმასვლას გულისხმობს.
ჩვენაირი პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყანა, კიდევ ერთ კარანტინს ვეღარ გაუძლებს“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები