„ლუი ვიტონი“, „ჰერმესი“, „შანელი“, „ფენდი“, „სენ ლორანი“ და სხვა უამრავი ბრენდი… კაილი ჯენერმა თავის გრანდიოზულ გარდერობში პირველად 2018 წელს შეგვახედა. რეალითი შოუს ვარსკვლავის გარდერობში ბრენდების ცვენა სიახლეს აღარ წარმოადგენს, თუმცა მათი საერთო ღირებულება მართლაც შოკიმომგვრელია.
სულ ცოტა ხნის წინ, კარდაშიანების გვარის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა, 22 წლის კაილი ჯენერმა ჩანთების კოლექცია გაგვიზიარა.
გველის პრინტიანი ჩანთები, ფერთა საოცარი გამა და ბრენდების ცვენა… თუმცა, საზოგადოების ყურადღება ერთმა, კონკრეტულმა ჩანთამ მიიპყრო. „შანელის“ 20 000 დოლარიანი ჩანთა, რომელიც კაილის 2 წლის ქალიშვილს, შტორმს ეკუთვნის.
ჩანთების საერთო ღირებულება კი 1 მილიონ დოლარს შეადგენს.