LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩავატაროთ რეფერენდუმი, რამდენად საჭიროა სახალხო დამცველი – ფრიდონ ინჯიას ახალი ინიციატივა

91
ფრიდონ ინჯია

„ევროპელი სოციალისტების“ წევრი ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით, ჩატარდეს რეფერენდუმი, რამდენად საჭიროა სახალხო დამცველის ინსტიტუტი. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა.

„ახლა გადავხედე, კონსტიტუციაში გვაქვს ჩვენ სახალხო დამცველის ინსტიტუტი, მაგრამ მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანაა, ხუთი, ექვსი, სადაც არის ასეთი ინსტიტუტი. ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, არსად მსგავსი ინსტიტუტი არ არის. თუ ეს არ სჭირდება მმართველ პარტიას და არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ, მაშინ კონსტიტუციიდან ამოვიღოთ, ან შევეკითხოთ ხალხს.

ჩავატაროთ რეფერენდუმი, რამდენად საჭიროა ეს და როცა საჭირო იქნება და მივალთ კონსენსუსამდე, რომ უნდა იყოს პიროვნება, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის, მაშინ მივიღოთ ეს კანონი“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g