ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეს ავტობუსი დაეჯახა.
მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.