ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ, სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმსახურება აუკრძალა, ეკლესიიდან არ განკვეთა.
მისი განცხადებით, თუ წირვა-ლოცვას ხელი არ შეეშლება, არაა იმის საჭიროება ვინმე განკვეთონ.
“ჩემი განწყობა არ არის ვინმეს დასჯა. თუ არ შეეცდებით, რომ რკინის კვერთხი გამოვიყენო, მე ამას არ ვიყენებ. ჩემი ნება არ არის და არც ღვთის ნება არ არის, რომ მე გამოვიყენო რკინის კვერთხი განკვეთისთვის. თუ ვინმეს არ ექნება სურვილი, რომ გამოვიყენოს თავის თავზე, მაშინ მე არ ვიყენებ ამ კვერთხს. თუ მე აქ ვინმეს სიტყვას მივცემ, მხოლოდ იმისთვის, რომ შენდობა ითხოვოს იმის გამო, რომ ღვთის წინაშე მისი საქციელი წირვების ჩაშლა იყო მისგან დანაშაული და ბოდიშს იხდის. სხვა სალაპარაკოდ ამბიონს მე არავის მივცემ!
არც ამბიონიდან არც ქვემოთ, გარეთ კომენტარებში შეგიძლიათ ისაუბროთ. არ მაქვს განწყობა ვინმე დავსაჯო, არ მაქვს განწყობა ვინმეს განკვეთისა. შენ მღვდელმოქმედება აკრძალული გაქვს და არ გაქვს უფლება იქადაგო. შენდობა სთხოვე ხალხს! აქ არის ტაძარი და არ გაძლევთ [ქადაგების] უფლებას. შენ მე ტაძარში საქმეები მირჩიო, ამის უფლებას არ გაძლევთ. თუ წირვა-ლოცვას ხელი არ შეეშლება, არ გვაქვს საჭიროება, ვინმე განვკვეთოთ”, – მიმართა მეუფემ სასულიერო პირებს.