LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მთავარი მოტივატორი მამაა… იმედი მაქვს, მას ვაჯობებ და უკეთესი ფეხბურთელი ვიქნები…“ – კახა კალაძის უფროსი შვილი კარიერას სამტრედიაში იწყებს, ლევან კალაძემ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა

265
ლევან კალაძე

LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, თბილისის მერის, კახა კალაძის უფროსი შვილი ლევან კალაძე კარიერას სამტრედიაში იწყებს – მან გუნდთან 2-წლიანი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.

გამოცემის ინფორმაციით, ლევან კალაძე იმერულ კლუბთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში ვარჯიშობდა.

კახა კალაძის უფროსი შვილი 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და მცველის ფუნქციებს მოირგებს.

„ჩემი მთავარი მოტივატორი მამაა. მან დამანახა, როგორ შეიძლება შრომით წარმატების მიღწევა. იმედი მაქვს, მას ვაჯობებ და უკეთესი ფეხბურთელი ვიქნები.

ჩემთვის კომფორტულია, რომ მეც მამაჩემის პოზიციაზე ვთამაშობ, რადგან მაგალითს მისგან ვიღებ, ბევრ რამეს მასწავლის და მეხმარება.

ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუა. მამას შემდეგ, ჩემი მთავარი მოტივატორი სწორედ ის არის. რონალდუ შრომისმოყვარეა და მის თამაშებს ძალიან ხშირად ვუყურებ ხოლმე“, – განაცხადა ლევან კალაძემ LaGazzetta.ge-სთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g