LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვეტო უნდა დაიძლიოს – ირაკლი კობახიძე

114

“ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვეტო დაძლეული უნდა იქნას,”- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მედიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭება ემსახურება მხოლოდ საზოგადოებრივი არხის გაძლიერებას და მან კიდევ ერთხელ ვერ მოისმინა არგუმენტები ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

“ჩემი პირადი პოზიციაა რომ ვეტო უნდა დაიძლიოს, თუმცა, ჩვენ უმრავლესობის შიგნით კიდევ გვექნება შეხვედრა და კონკრეტულ საკითხებზე ვიმჯსელებთ,”- ამბობს ირაკლი კობახიძე, თუმცა, დასძენს, რომ ცალკეული საკითხების გარდა უმრავლესობაშიც არის პოზიცია, რომ აღნიშნული ცვლილებები აუცილებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერებისთვის.

ამასთან, ის “პოლიტიკურ რევანშს” უწოდებს მედიის წარმომადგენლებისა  და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, რომ აღნიშნული ცვლილება უკან გადადგმული ნაბიჯია და კერძო მედისაშუალებებს ისედაც მძიმე მდგომარეობას უფრო უუარესებს.

“მე ამის არგუმენტი ვერ მოვისმინე. როგორ შეიძება ამ ცვლილებამ მდგომარეობა გააუარესოს, თუ არ გააუმჯობესებს? ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის პოლიტიკური რევანშის მცდელობა, მაგრამ ეს არ გამოუვათ,”- ამბობს ირაკლი კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g