LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი შვილი ამბობს, აივანზე ვიდექი, რომ გამოვედი, ვიღაცამ კედელზე მიმახეთქაო” – შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა

1899
pjimage

“ჩემი შვილი გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა, წვეულებაზე გაიცნო, მასზე ამბობს ერთ-ერთი კარგი ბიჭი იყოო და კონფლიქტი არავისთან ჰქონიაო” – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან შემხებლობაში მყოფი ერთ-ერთი პირის, თენგო ბარბაქაძის მამამ განაცხადა. ხვიჩა ბარბაქაძე აცხადებს, რომ მისმა შვილმა არ იცის რა გხდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი. მისი თქმით, სუფრაზე ევროპის ჩემპიონი გიგა ტატანაშვილიც იმყოფებოდა, რომელიც იუბილარის კლასელია.

საბედისწერო სადღეგრძელო: რის გამო იჩხუბეს და რა გახდა ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი

“ჩემი შვილი აგარაკზე, დაბადების დღეზე თავიდანვე იყო, ის გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა, ვისი დაბადების დღეც იყო, მისი მეგობარია. დაზიანებები აქვს, ჩხუბში ვინ მიაყენა დაზიანებები არ ვიცი, სერიოზული დაზიანებები არ აქვს. თავიდან გაიქცნენ, ჩხუბს თავი გაარიდეს, სახლში წავიდა.

შაქარაშვილზე ამბობს, ერთ-ერთი კარგი ბიჭი იყოო და იმ ბიჭს კონფლიქტი არავისთან ჰქონიაო, დაბადების დღეზე გაიცნო ისიც. არავინ იცის რა მოხდა, აივანზე ვიდექი ცალკე, რომ გამოვედი ვიღაცამ ხელი მომკიდა და კედელზე მიმახეთქაო – ასე ამბობს ჩემი შვილი. ის “მერსედესის” მარკის ავტომობილში იჯდა. თბილისიდან ბიჭების დასახმარებლად ისევ წამოვიდა, თავის მეგობრებს რომ ცემდნენ, ხომ არ მიატოვებდა? “ნახალოვკიდან” ჩავიდნენ და თავისი ძმაკაცები წამოიყვანეს. იმ მანქანაში მყოფები დაბადების დღეზე ერთად იყვნენ.

როგორც ვიცი, ჩხუბის დროს ესენი გაიქცნენ და ეს იყო დაწყნარება, “ნახალოვკელებს” საბურთალოს მხარე მოსდევდა.

ტატიაშვილი დაბადების დღეზე იყო, ის ჩემ შვილთან ერთად თბილისში ვერცხლისფერი “მერსედესით” დაბრუნდა, ჩხუბს გამოერიდნენ, დაზიანება ვისაც ჰქონდა, ის წაიყვანეს საავადმყოფოში, თუ სასწრაფო გამოიძახეს, არ ვიცი. მერე ისევ უკან დაბრუნდნენ, მეგობრების წამოსაყვანად. იქიდან 2 ადამიანი წამოიყვანეს” – აცხადებს ხვიჩა ბარბაქაძე.

“მანქანიდან გადმოვიდა სავარაუდოდ ხუთი კაცი…ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო”- გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე

ცნობისთვის, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი მოწმის, თენგო ბარბაქაძის დაკითხვა მიმდინარეობს.

“ოქროს მოწმის მონათხრობმა საერთოდ გამანადგურა… მზესავით ბიჭს მოუსწრაფეს სიცოცლე” – ია სუხიტაშვილი გარდაცვლილ ფეხბურთელზე

 

mazda magti 5g