მსახიობი ია სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება.
მსახიობი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
წუთიერი დუმილი და შავი ლენტები: შაქარას თამაშის ფოტოები
“ორი დღეა შეძრული ვარ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელბის ამბით,მით უფრო აუტანლია როდესაც უდანაშაულო ადამიანს კლავენ,კლავენ თან ასე სასტიკად, დაკითხული ოქროს მოწმის მონათხრობმა საერთოდ გამანადგურა, ვერ ვხვდები რატომ გახდა ეს ხალხი ასეთი (ზე) სასტიკი, რა უნდა მომხდარიყო ისეთი იმ დაბადების დღეზე რომ ვინმე ასე სასტიკად მოეკლათ, გიორგის რაც დამართეს ამას ჩაქოლვა ქვია,იმედს ვიტოვებ დაისჯებიან მკვლელები ყველაზე სასტიკი სასჯელით,სრულებითაც არ მაინტერესებს მათი ასაკი,ან ვისი შვილები არიან,სპორტი რითიც არინ დაკავებულები როგორი მღწევები ქონდათ, არანაირი დანდობა მათ,და დაე ეს მაგალითი იყოს ყველასთვის და მითუმეტეს მათთვის ვინც თავის სპორტული ძალის დემონსტრირებას ასე სასტიკად ავლენს. მზესავით ბიჭს და თანაც სრულიად უდანაშაულოს მოუსწრაფეს სიცოცლე,მომსტრებად ნუ ვიქეცით ადამიანებო საკმარისია………..,”- წერს სუხიტაშვილი.
ვინ არიან სპორტსმენები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი 4-დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. გიორგის ოჯახმა, მისი დაკარგვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტოს 19 ივნისს მიმართა. ამ დღიდან სამძებრო სამუშაოები, რომელშიც პოლიცია და 70 მაშველი იყო ჩართული, შეუჩერებლად მიმდინარეობდა. მყვინთავებმა გიორგის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.