ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ გადაცემაში „ვეძებ“ თავისი ბიოლოგიური და, რუსო ხორავა მიიწვია.
მუსერიძე ამბობს, რომ დამ ყველაზე გვიან გაიგო მისი არსებობის თაობაზე.
ვიდეო: „დედას რომ გაეგო მამამდე ეს ამბავი…ვერც იგრძნობდი, რომ მისი შვილი არ იყავი“ – თამუნა მუსერიძის დის ემოციური პასუხი
თამუნა მუსერიძემ გადაცემაში „ვეძებ“ თავისი ბიოლოგიური და, რუსო ხორავა მიიწვია, რომელიც ამბობს, რომ დის პოვნით ძალიან ბედნიერია.
ჟურნალისტის თქმით მან სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო დის არსებობის შესახებ.
რუსო ხორავამ გადაცემაში დასთან შეხვედრის დეტალები და ემოციები გაიხსენა.
„გასვლისას, როცა მიდიოდი, მკითხე შეიძლება ჩაგეხუტო? მე კი გითხარი და ისე თბილად ჩამეხუტე, თან ძალიან დიდი ხანი და ცოტა გამიკვირდა მაგრამ ჩავთვალე, რომ ძალიან თბილი გოგოა, საერთოდ არ მიეჭვია, რომ რაღაცაში იყო საქმე…“ – ამბობს რუსო ხორავა.
თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ ყველაზე მეტად დასთან შეხვედრის დროს ინერვიულა:
„ასე არ მინერვიულია არავისზე, არც ძმაზე არც მამაზე, რადგან ისეთი წარმოდგენა შემიქმნეს რუსოზე, რომ ის უნდა ყოფილიყო თმაგაშლილი ქალი, ამ დროს საერთოდ არ არის ასეთი ტიპი. რომ ავდიოდით რუსოსთან უკვე ვიცოდი, რომ ჩემი და იყო“, – ამბობს მუსერიძე.
რუსო ხორავამ გადაცემაში გაიხსენა, თუ როგორ გაიგო დის არსებობის შესახებ:
„ჩემი შვილი მაღვიძებს და მეუბნება, იცი რა ხდება? თამუნა მუსერიძემ მამა იპოვაო, მისი მამა მამაშენიაო, ბაბუაშენითქო და მიპასუხა კი მამაშენიო…“ – ამბობს რუსო ხორავა.
