LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ დაწერთ სანდროს შეურაცხმყოფელ კომენტარებს, მას ჰყავს სამი ქალიშვილი, მამაზე მსგავსი შინაარსის კომენტარების წაკითხვა მათ ფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახება“ – თამუნა მუსერიძე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

1077
თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს.

თამუნა წერს, რომ მისი ყოფილი მეუღლის, სანდრო მიკუჩაძის მისამართით ბევრი უარყოფითი კომენტარი იწერება, რასაც მათი შვილებიც კითხულობენ.

ამიტომ თამუნა მუსერიძე სთხოვს ხალხს, თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი კომენტარებისგან.

„ჩემო მეგობრებო, ახლობლებო და ფეისბუქ-მეგობრებო!

მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით

ჩემი და სანდროს შვილების ფოტოებზე ნუ დაწერთ სანდროს შეურაცხმყოფელ კომენტარებს. მას ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ. მამაზე მსგავსი შინაარსის კომენტარების წაკითხვა მათ ფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახება.

ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი დედისთვის, შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა უპირველესია. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი აგრესიისგან. ის ჩემი შვილების მამაა და მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა ჩვენს ურთიერთობაში, ის მათთვის ყოველთვის მამად დარჩება. გავუფრთხილდეთ ბავშვებს!

დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს. მიყვარხართ!“ – წერს თამუნა მუსერიძე.

„ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ ასე ცუდად… ჩვენი 12- წლიანი ურთიერთობა დამთავრდა“ – თამუნა მუსერიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g