რენე ზელვეგერი 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, თანაც მისი დაბრუნება შესაძლოა საკმაოდ ხმაურიანიც კი იყოს. მსახიობი რობერტ გულდიას ავტობიოგრაფიულ ფილმში ჯუდი „Judy“ მონაწილეობს, სადაც ცნობილ ამერიკელ მსახიობს, ჯუდი გარლანდს ასახიერებს. მას აღნიშნული როლისთვის ,,ოსკარსაც” უწინასწარმეტყველებენ.
წლის საუკეთესო 10 ფილმი, რომელსაც ,,ოსკარს" უწინასწარმეტყველებენ
ამერიკის კინოაკადემიას ჯერჯერობით 2020 წლის „ოსკარის“ ნომინანტები არ დაუსახელებია, თუმცა კინოკრიტიკოსებისა და სხვადასხვა გამოცემების გამოქვეყნებულ სავარაუდო სიებზე დაყრდნობით, უკვე შეგვიძლია შევიქმნათ გარკვეული მოლოდინები.
სულ ცოტა ხნის წინ მსახიობმა Wmagazine-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სოციალური ქსელების შესახებ ისაუბრა.
„ჩემი მშობლები ჩაკეტილი ადამიანები არიან და ჩვენ არ ვსაუბრობთ ოჯახურ საქმეებზე საჯაროდ. ამ დროს მე თავს არაკომფორტულად ვგრძნობ“, – განაცხადა მსახიობმა.
ცნობისთვის, მსახიობი არცერთ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული არ არის და მიიჩნევს, რომ მისი თაობა უკანასკნელია, რომელსაც პირადი სივრცე აქვს.
რენე ზელვეგერი პირველ სოლო ალბომს გამოუშვებს - მსახიობი ჯუდი გარლენდის სიმღერებს დააქავერებს (ფოტო/ვიდეო)
ამერიკელ ვარსკვლავს ჩრდილქვეშ ყოფნა მობეზრდა.