შალვა რამიშვილის შვილის, ლაშა რამიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომლითაც ის თანადგომას უცხადებს 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს, მისი დედა და შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე თეა აბაშმაძე Facebook-ზე აქვეყნებს და წერს, რომ წერილში გაერთიანებულია მისი სათქმელიც.
„მე ვარ შალვა რამიშვილის შვილი – თანადგომას ვუცხადებ ლაზარეს, რომელსაც შეგნებულად უპირებენ ციხეში გამომწყვდევას“ – ლაშა რამიშვილი
„ეს ჩემი უფროსი შვილის წერილია, რომელშიც გაერთიანებულია მისი ძმებისა და ჩემი სათქმელიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა ჩვენში.
ვიცი რომ ამ აქტს მოყვება აზრთა სხვადასხვაობა და ყველაფრისთვის მზად ვართ, რადგან დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში და ჩვენი მოტივაციის სიწმინდეში“, – წერს თეა აბაშმაძე.
ცნობისათვის, ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
ვიდეო: „ის გულანთებული, ნათელი ადამიანია, რომელსაც თავის სამშობლოზე გული შესტკივა” – ლაზარე გრიგორიადისის დედის მიმართვა
ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა
„დროას“ წევრი არ არის, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ“ – რა ვიცით აქციის მონაწილე 21 წლის ბიჭზე, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
ადვოკატი: ლაზარე გრიგორიადისს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს
პენიტენციური სამსახური: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ
„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს
ჯაფარიძე გრიგორიადისზე: „ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-იდან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ“
„ციხეში მხოლოდ იმიტომ უშვებენ, რომ „ოცნებას“ ხელიდან გამოგლიჯა მისი სამშობლო, რომელსაც არუსებდნენ – თუ ამ მოზარდს გაწირავენ აქციები უნდა დავიწყოთ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
„ყველამ ნახა, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი“ – პრემიერი ლაზარე გრიგორიადისზე
კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე: „ეს პიროვნება შემსრულებელი იყო, რაც ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს.. უნდა გაირკვეს, ვინ იყვნენ ორგანიზატორები“