LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ის გულანთებული, ნათელი ადამიანია, რომელსაც თავის სამშობლოზე გული შესტკივა” – ლაზარე გრიგორიადისის დედის მიმართვა

297
BeFunky-collage - 2023-04-04T214630.209

„ის გულანთებული, ნათელი ადამიანია, რომელსაც თავის სამშობლოზე გულის შესტკივა”, – აღნიშნულის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ „ტვ პირველის” ეთერში გასულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, სურს, რომ შვილი სახლში არა გულგატეხილი, არამედ სამართალში დარწმუნებული დაბრუნდეს.

„მე ვარ თამთა კალანდაძე ლაზარეს დედა, ამას ვამბობ სრული სიამაყით, იმიტომ რომ ჩემი შვილი ჩემს თვალში გმირია, რომელსაც გული შესტკივა თავის სამშობლოზე. ის გულანთებული, ნათელი ადამიანია. მე ჩემს შვილს რომ ვუყურებ მის თბილ და მოსიყვარულე გულს ვხედავ და არა დახატულ იმიჯს.

ის სრულიად გულწრფელი და თავისუფალი ადამიანია, რომელსაც სამართლიანობის გრძნობა მძაფრად აქვს განვითარებული და გამოხატული.

და ამ მის შინაგან გამოძახილს რა შეაჩერებს, ხალხო?! ალბათ ეს იყო მიზეზი მისი ერთპიროვნული, თვალსაჩინო დასჯისა, ასეთი საშინელი, ბინძური კამპანიის აგორებისა. ჩემი აზრით, ეს არის შემაშინებელი თითის დაქნევა იმ ადამიანების მიმართ, ვინც გარეთ არის გამოსული და თავისი სამშობლო თავისთვის უნდა.

გამკვირვებია იმათი, ვინც ასე ადვილად და დაუნდობლად ლაპარაკობს იმაზე, რაც თავისი თვალით არ დაუნახავს. ასეთ ადამიანებს წესით ლაზარეს საკნის გვერდით უნდა მიუჩინოთ ადგილი, ცილისწამებისთვისაც არსებობს ღვთის სასჯელი.

მე მინდა თითოეულ იმ პიროვნებას, ვინც ამ მძიმე დღეებში ჩვენს განსაცდელს იზიარებს მადლობა გადავუხადო, ერთიასად დაგიბრუნდეთ ყოველი კეთილი სიტყვა და საქმე.

ჩემი შვილი სახლში მინდა, გულგატეხილი კი არა – ძლიერი, უსამართლობაზე გაბრაზებული კი არა – სამართალში დარწმუნებული. მოდით, მივანდოთ ახალგაზრდებს თავიანთი ცხოვრება, რომ თავისუფლად და ლაღად აშენონ თავიანთი მოსაწონი სამშობლო. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, ვისაც ლაზარეზე გული შეგტკივათ”, – საუბრობს თამთა კალანდაძე.

ცნობისათვის, 7, 8 და 9 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით, ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს.

ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

 

 

❗ შვილი სახლში მინდა გულგატეხილი კი არა, ძლიერი, უსამართლობაზე გაბრაზებული კი არა, სამართალში დარწმუნებული
⚠ ლაზარეს დედის მიმართვა

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Tuesday, 4 April 2023

 

 

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა 

„დროას“ წევრი არ არის, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ“ – რა ვიცით აქციის მონაწილე 21 წლის ბიჭზე, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

ადვოკატი: ლაზარე გრიგორიადისს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს

პენიტენციური სამსახური: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ

„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს 

ჯაფარიძე გრიგორიადისზე: „ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-იდან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ“

„ციხეში მხოლოდ იმიტომ უშვებენ, რომ „ოცნებას“ ხელიდან გამოგლიჯა მისი სამშობლო, რომელსაც არუსებდნენ – თუ ამ მოზარდს გაწირავენ აქციები უნდა დავიწყოთ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

„ყველამ ნახა, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი“ – პრემიერი ლაზარე გრიგორიადისზე

კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე: „ეს პიროვნება შემსრულებელი იყო, რაც ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს.. უნდა გაირკვეს, ვინ იყვნენ ორგანიზატორები“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები