აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკულ ჟურნალისტიკაში ადგილის დამკვიდრებას ცდილობს.
როგორც ცისნამი წერს, ნიუ-იორკში ჟურნალისტების კონფერენციაზე სპიკერად არის მიწვეული, სადაც საკუთარი წიგნების და საქართველოს შესახებ ისაუბრებს.
„2 მაისს სპიკერად ვარ მიწვეული ნიუ-იორკში, ჟურნალისტების კონფერენციაზე. ჩემს შესახებ, ჩემი წიგნების და საქართველოს შესახებ უნდა ვისაუბრო ინგლისურად. კონფერენცია ორ დღიანია. მონაწილეობას იღებენ ცნობილი ჟურნალისტები CNN-დან, „ნიუ-იორკ თაიმსიდან“ და ა.შ. ჩემი #პანელი 2 მაისს არის.
ძალიან მიხარია რომ ამის საშუალება მეძლევა ფართომასშტაბიანი აუდიტორიის წინაშე გამოვიდე. არ მეშინია თუკი რამდენიმე სიტყვას არასწორად ვიტყვი ან აქცენტი მექნება, რადგან ზუსტად ვიცი ამერიკული აუდიტორია ამის გამო არ დამცინებს და დამაბულინგებს.
მიხარია რომ ნელ-ნელა ღირსეულ ადგილს ვიმკვიდრებ ამერიკულ ჟურნალისტიკაში.
ყველაფერი რომ კარგად ჩაივლის ნიუსებს გაგიზიარებთ.
მანამდე კი უფალმა დამლოცოს და ხელი მომიმართოს. ასევე მივიღებ კეთილი ხალხის დალოცვას.
მადლობა გულშემატკივრობისთვის.
სიყვარულით, ცისნამი ❤️ ❤️ ❤️“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.