სამეგრელოში, მოულოდნელად გარდაცვლილ 27 წლის ბარბარე ბეჭვაიას ოჯახის წევრები და მეგობრები ემშვიდობებიან.
ბარბარე ბეჭვაიას ემოციურ სტატუსს უძღვნის მომღერალი მარიამ როინიშვილიც. მარიამი „ინსტაგრამის“ სთორიში ბარბარეს ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ჩემო ძალიან ყურადღებიანო, ლამაზო და კეთილო გოგო, არასდროს არ დამავიწყდება შენი სითბო და ყურადღება, არასდროს… მადლობა ყველაფრისთვის, გული მეგლიჯება“, – წერს მარიამ როინიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, სამეგრელოში ტრაგედია 13 ივლისს დატრიალდა – არსებული ინფორმაციით, 27 წლის ბარბარე ბეჭვაია ქორწილში მოულოდნელად გარდაიცვალა.