LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემო ნიჭიერო, შენ ზუსტად მიაგენი იმ ჰარმონიას, რომელსაც ადამიანები მთელი ცხოვრება ეძებენ… ჩვენს დღესასწაულ გოგოს გაუმარჯოს“ – როგორ ულოცავენ ნანუკა გულუას დაბადების დღეს

339
ნანუკა გულუა

მსახიობი ნანუკა გულუა დღეს იუბილარია – მსახიობი 42 წლის გახდა.

„ღმერთმა გადაწყვიტა რომ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყო ამ სამყაროში!“ – ნანუკა გულუა ემოციურ კადრებს გვიზიარებს

42 წლის იუბილეს მსახიობი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ხვდება. აღსანიშნავია, რომ ნანუკას და მის მეუღლეს მესამე შვილი – კირა რამდენიმე თვის წინ შეეძინათ.

იუბილარი მსახიობი დღეს სოციალურ ქსელში მეგობრებისგან და გულშემატკივრებისგან უამრავ მილოცვას იღებს. კადრებს, რომლებშიც ნანუკას დაბადების დღის აღსანიშნად სიმღერებს და თბილ ტექსტებს უძღვნიან, მსახიობი ინსტაგრამის „სთორიში“ აქვეყნებს.

„გილოცავ ჩემო კეთილო და გულიანო გოგო“, „ჩემო უსაყვარლესო, გილოცავ, მინდა სულ ბედნიერი მყავდე, მიყვარხარ“, „ყველა დღე მიყვარს შენთან ერთად“, „სულ უბედნიერესი უნდა იყო“, „ჩვენს დღესასწაულ გოგოს გაუმარჯოს“, „ყველა წამი ბედნიერებაა შენთან ერთად“, „შენ ზუსტად მიაგენი იმ ჰარმონიას და სულიერ ბედნიერებას, რომელსაც ადამიანები მთელი ცხოვრება ეძებენ, ჩემო ნიჭიერო“ – აღნიშნავენ ნანუკა გულუას მეგობრები მისალოც ტექსტებში.

ვიდეო: „უსაყვარლესი წყვილი“, „სულ ასე ბედნიერად“ – ნანუკა გულუამ ცეკვა „ქართული“ მეუღლესთან ერთად შეასრულა

ვიდეო: „ძალიან მიხარია, რომ 30+-ს გოგონების მოტივაცია ვარ…“ – რატომ აგზავნინებენ ნანუკა გულუას უცხო ქალბატონები სამ შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს

ფოტო: „4 ბედნიერი წელი ერთად… სულ ასე უნდა გეხუტებოდე, ჩემო ყოველი წამის ბედნიერებავ…“ – ნანუკა გულუა მეორე ნახევართან ერთად ქორწინების იუბილეს აღნიშნავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g