უეფამ ევროთასების გადამწყვეტი მატჩები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს ჩამოურიგა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი კიევში გაიმართება. საუბარია 2017/18 წლების სეზონზე. ამის შესახებ ტვიტერში თვით ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ დაწერა.
ამ კვირაში დაწყებული ლიგის გადამწყვეტი მატჩი 2017 წლის 3 ივნისს კარდიფის ”მილენიუმზე” ჩატარდება.
უეფა 2018-ის სუპერთასი ტალინში შედგება. მატჩი 14 აგვისტოს დაინიშნა ტალინის ”ა ლე კოკ არენაზე”.
სუპერთასი მომდევნო ფინალი კი სკოპიეშია.
2017/18 წლის ევროპა ლიგის ფინალის ადგილი მოგვიანებით გაირკვევა.