16 ივლისს, „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე, პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სულ მცირე 12 წელი „ქართული ოცნება“ არც ერთი არჩევნების წაგებას არ აპირებს.
„სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“ – ირაკლი კობახიძე
მთავრობის მეთაურის აღნიშნულ განცხადებას „ტვ პირველის“ ეთერში ჯაზშემსრულებელი, გიული ჩოხელი გამოეხმაურა.
„კიდევ 12 წელი? ჩემ ქმარს რომ ეთქვა, კიდევ 12 წელი შენთან ვიქნებიო, თავს მოვიკლავდი. არათუ მთავრობა. ხომ იყავით უკვე 12 წელი, მადლობა“, – ამბობს გიული ჩოხელი.