პოპის დედოფალმა, მადონამ „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, რომელშიც ის რეჟისორ, ბას ლურმანთან ერთად პოზირებს, სავარაუდოდ მადონა „ელვისის“ რეჟისორთან ერთად ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ 66 წლის არტისტი შესანიშნავად გამოიყურება. ახალ ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„ჭეშმარიტმა სიყვარულმა გააახალგაზრდავა“, „მესამე ქორწილისთვის ემზადება“, „აკიმ მორისის დამსახურებაა მადონას ბედნიერება“, – არ წყდება კომენტარები.
ახლახან ინფორმაცია გავრცელდა, რომ არტისტი მესამედ თხოვდება. ამ ამბავს საფუძვლად თავად პოპის დედოფლის ქმედება უდევს. მან ერთ-ერთ ვიდეოში ხელი ასწია და ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი განზრახ გამოაჩინა. მისი რჩეული 38 წლით უმცროსი აკიმ მორისია. ასევე ცნობილია, რომ მადონამ საახალწლო არდადეგები იაპონიაში, შვილებთან, მეგობრებთან და საყვარელ მამაკაცთან ერთად გაატარა.
თავდავიწყებით შეყვარებული – 66 წლის მადონას იაპონური ვოიაჟი 28 წლის საქმროსთან ერთად
66 წლის მადონა მესამედ თხოვდება, მისი რჩეული 28 წლის აკიმ მორისია
მადონამ 38 წლით უმცროს შეყვარებულს ღალატი აპატია – პოპის დედოფალი სადღესასწაულო ფოტოებს გვიზიარებს