ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავრაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
მომხდარს სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
დაძაბულობაა 9 აპრილის ქუჩაზეც, სადაც პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის პერიოდულად შეხლა-შემოხლას აქვს ადგილი.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს.
ფოტო: ინტერპრესნიუსი
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“.
„2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დავაყენებთ“ – ირაკლი კობახიძე
აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები – „მონა, რუსებო“ სკანდირებენ.
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.
აქტივისტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს