რამდენიმე საათის წინ, ლოს-ანჯელესში, ,,გრემის” დაჯილდოების რიგით 61-ე ცერემონიალი გაიმართა.
საღამოს ტრიუმფატორები Childish Gambino და კეისი მასგრეივსი გახდნენ, რომელთაც 4-4 ჯილდო მიიღეს.
ხუთიდან სამ ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა ლედი გაგა.
ამავე რაოდენობის კატეგორიაში იყო წარდგენილი ქარდი ბიც, რომელმაც მხოლოდ ერთი ჯილდო მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კენდრიკ ლამარს, რომელიც საღამოს 8 ნომინაციით ლიდერობდა, გამარჯვება წილად მხოლოდ ერთში ხვდა, დრეიკის 7 ნომინაციაში გამარჯვებისთვის ბრძოლა კი, ასევე ერთი გრამოფონით დასრულდა.
დუა ლიპა, რომელსაც ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ წელს ორი, მათ შორის ინგლისელი ვარსკვლავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ,,საუკეთესო ახალი შემსრულებლის” ნომინაცია მიანიჭა, H.E.R.-ის მსგავსად შოუს ერთ-ერთ მთავარ სახედ იქცა.
61-ე ,,გრემის” გამარჯვებულთა სრული სია ასეთია:
წლის ჩანაწერი – This Is America, Childish Gambino
წლის ალბომი – Golden Hour, კეისი მასგრეივსი
წლის სიმღერა – This Is America, Childish Gambino
საუკეთესო ახალი შემსრულებელი – დუა ლიპა
საუკეთესო პოპ სოლო შესრულება – Joanne, ლედი გაგა
საუკეთესო პოპ დუეტი/ჯგუფი შესრულება – Shallow, ლედი გაგა და ბრედლი კუპერი
საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი – Sweetener, არიანა გრანდე
საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერი – Electricity, Silk City და დუა ლიპა
საუკეთესო როკ შესრულება – When Bad Does Good, კრის კორნელი
საუკეთესო როკ სიმღერა – Masseduction, St. Vincent
საუკეთესო როკ ალბომი – From the Fires, Greta Van Fleet
საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის ალბომი – Colors, Beck
საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ შესრულება – Best Part, H.E.R. და Daniel Caesar
საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერა – Boo’d Up, ელა მაი
საუკეთესო Urban Contemporary ალბომი – Everything Is Love, The Carters
საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომი – H.E.R., H.E.R.
საუკეთესო რეპ შესრულება – King’s Dead, ჯეი როკი, კენდრიკ ლამარი, Future და ჯეიმს ბლეიკი / Bubblin, Anderson .Paak
საუკეთესო რეპ/Sung შესრულება – This Is America, Childish Gambino
საუკეთესო რეპ სიმღერა – God’s Plan, დრეიკი
საუკეთესო რეპ ალბომი – Invasion of Privacy, ქარდი ბი
საუკეთესო ქანთრი სოლო შესრულება – Butterflies, კეისი მასგრეივსი
საუკეთესო ქანთრი დუო/ჯგუფი შესრულება – Tequila, Dan + Shay
საუკეთესო ქანთრი სიმღერა – Space Cowboy, კეისი მასგრეივსი
საუკეთესო ქანთრი ალბომი – Golden Hour, კეისი მასგრეივსი
საუკეთესო რეგ ალბომი – 44/876, სტინგი და შაგი
საუკეთესო სიმღერა ვიზუალური მედიისთვის – Shallow, ლედი გაგა და ბრედლი კუპერი
წლის პროდიუსერი, არა კლასიკური – ფარელ უილიამსი
საუკეთესო მუსიკალური ვიდეო – This Is America, Childish Gambino