LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელებმა ყველგანამავლი შექმნეს, რომელიც 3 800 000 დოლარი ღირს

109

ჩინელებმა ახალი ყველგანმავალი Karlmann King შექმნეს. ავტომობილი 2 000 000 დოლარი ღირს, ხოო თუ ბრონირებული ძარა გსურთ, მაშინ 3 800 000 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

საინტერესოა, რომ სიახლე დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე ძირადღირებულ ავტომობილად პოზიციონირდება. სულ ავტომობილების ტირაჟი ათ ერთეულს მიაღწევს. ავტომობილი Ford F-550-ის ბაზაზეა აწყობილი. ყველგანმავალს კაპოტ ქვეშ 1,8 ლიტრის მოცულობის, ათ ცილინდრიანი აგრეგატი აქვს, რომელიც 400 ცხენის ძალას ავითარებს. ის 6 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან და სრულ ამძრავთან ერთად მუშაობს.

ავტომობილი „ბეტმობილის“ სტილშია გაფორმებული. ის 4 500 კილოგრამს იწონის. ბრონირებულის წონა კი 6 ტონას აღწევს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 140კმ/საათია. სალონში ავტომობილმა ტყავის სავარძლები, ყავის მანქანა და გამოსაწევი მაგიდა მიიღო. მგზავრებს PlayStation 4-ისა და თანამგზავრული ტელევიზიის გამოყენებაც შეუძლიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები