LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელი მეცნიერების ინოვაცია – ახალი ნიღაბი Covid-19-სა ან გრიპის ვირუსს დააფიქსირებს 

178
ნიღაბი

ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს ნიღაბი, რომელიც მომხმარებლებს Covid-19-ით ან გრიპით ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. სიახლის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელსაც შანხაიში მდებარე ტონჯის უნივერსიტეტის ექვსი მეცნიერი ხელმძღვანელობდა.

გამოგონება დაეხმარება მოწყვლად ჯგუფებს მაშინ, როდესაც მოსახლეობაში ნიღბის გამოყენების სიხშირე მცირდება. ამასთან, ქვეყნები თავიდან აიცილებენ ვირუსთან დაკავშირებულ მკაცრ შეზღუდვებს.

სენსორს, რომელიც ნიღაბშია მოთავსებული, შეუძლია Covid-19-ის, H5N1 და H1N1 გრიპის ვირუსები 10 წუთში აღმოაჩინოს და უკაბელო მოწყობილობას შეტყობინება გაუგზავნოს. პირბადის გარე ზედაპირზე დამაგრებული მოწყობილობა მრავალჯერადი ლითიუმის ბატარეით მუშაობს. მოწყობილობა ეფექტურია დახურულ სივრცეებში, სადაც ინფექციის რისკი მაღალია.

გლობალურად, კოვიდრეგულაციების გაუქმებასთან ერთად, პირბადეების გამოყენებაც შემცირდა, თუმცა ბევრი ადამიანი საკუთარი სურვილით, ნიღბებს კვლავ ატარებს, რათა დაიცვას თავი და გარშემომყოფები ვირუსის გავრცელებისგან. ამას ემატება ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის, ჩინეთში, ჯერ კიდევ მოქმედი შეზღუდვები, რის გამოც, მოსახლეობა პირბადეს იყენებს.

სექტემბრის დასაწყისში Axios-Ipsos-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების 37% სახლის გარეთ პირბადეს ზოგჯერ მაინც ატარებს. ორი წლის წინ ეს მაჩვენებელი 89% იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g