LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი „სინოფარმისა” და „სინოვაკის” ვაქცინების შერევას გეგმავს – რატომ გადაწყვიტეს ახალი ტაქტიკის გამოყენება

262
გიორგი 44

ჩინეთის ხელისუფლება “სინოფარმისა” და სინოვაკის” ვაქცინების შერევას გეგმავს, რათა მათი ეფექტურობა უფრო გაიზარდოს, –  ამის შესახებ ონკოლოგმა, ფარმაკოლოგიის ლექტორმა გიორგი ღოღობერიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

“ამ დროისთვის საქართველოში ჩინეთიდან შემოსული უკვე 2 ვაქცინაა, ეს არის “სინოფარმისა” და “სინოვაკის” ვაქცინა. პირველ მათგანს ეფექტურობის თვალსაზრისით ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს.

ამ დროისთვის ჩინეთი გეგმავს, რომ გამოყენებული იყოს ახალი ტაქტიკა, რაც გულისხმობს, რომ ეს ორი ვაქცინა ერთმანეთში შერეული იყოს და ასე მიეწოდოს საზოგადოებას. ეს იმისათვის, რომ მათი ეფექტურობა გაიზარდოს,” – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ „დღის კურიერთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოში „სინოფარმით“ აცრა 4 მაისს დაიწყება, 29 აპრილს კი საქართველოშ „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა ჩამოვიდა.

საქართველომ “სინოვაკის” ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g