LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე აშშ-ში გაიქცა

157
4545

ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე, დუნ ცზინვეი აშშ-ში გაიქცა.

ჩინური ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, დუნ ცზინვეიმ ამერიკაში კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია წაიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელი მაღალჩინოსანი ქვეყნიდან ქალიშვილთან ერთად მიმდინარე წლის თებერვალში, ჰონგ-კონგიდან წავიდა.

ვარაუდობენ, რომ მან ვაშინგტონს უხანის ვირუსოლოგიი ინსტიტუტის შესახებ ინფორმაცია გადასცა.

მედიის ინფორმაციით, დუნ ცზინვეის საჯაროდ ხელმისაწვდომი ბიოგრაფია მიუთითებს იმაზე, რომ იგი პასუხისმგებელი იყო ჩინეთში სამინისტროს კონტრდაზვერვის საქმიანობაზე და ჯაშუშობის დაჭერაზე.

ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ დუნ ცზინვეი იქნება ჩინეთის ისტორიაში ყველაზე მაღალი რანგის მოხელე, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა.

კიდევ ერთი რენეგატი, დოქტორი ხან ლიანჩაო აცხადებს, რომ ჩინელი მაღალჩინოსნის გაქცევის საკითხი მარტში, ალასკაზე გამართულ სინო-ამერიკულ სამიტზეც იქნა განხილული და ჩინელმა დიპლომატებმა დუნ ცზინვეის დაბრუნება მოითხოვეს, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, ამ დრომდე არაა დადგენილი კორონავირუსის წარმომავლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g