LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ძაღლების ფიტნეს კლუბი გაიხსნა

107
Capture

ჩინეთში, კერძოდ კი შანხაიში ძაღლებისთვის ფიტნეს კლუბი გახსნეს. როგორც გამოცემა South China Morning Post აზუსტებს, ახალი სივრცე გააერთიანებს სავარჯიშო დარბაზს, აუზს, მასაჟისა და რეაბილიტაციის კაბინეტებს. კლუბში ასევე იმუშავებს ზოომაღაზია.

უნიკალურ სივრცეში იმუშავებენ პროფესიონალი მწვრთნელები, რომლებიც თითოეული ძაღლის საჭიროებას გაითვალისწინებენ და შესაბამის სავარჯიშო პროგრამას შეადგენენ. მწვრთნელებს ვეტერინარული განათლებაც ექნებათ.

საინტერესოა, რომ ინიციატივის ავტორთა მიზანი ისეთი სივრცის შექმნა იყო სადაც ძაღლები ფიზიკურ აქტივობას საკმარის დროს დაუთმობენ და უძრაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების რისკს შეამცირებენ.


ძაღლების სპორტ-დარბაზი ოფიციალურად ივნისში გაიხსნება, მანამდე კი მსურველებისთვის საცდელი ვარჯიშები ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები