ჩინეთის მთავრობა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ფულის დაბანდებას განაგრძობს. ქვეყანაში ახალი საინვესტიციო ფონდი ფუძნდება, რომლის საწყისი კაპიტალი 14 მილიარდი დოლარი იქნება.
ფონდის მართვაზე პასუხისმგებლობას China Reform Holdings-ი აიღებს, უმსხვილეს ინვესტორებს შორის კი ჩინური სახელმწიფო ორგანოები და კომპანიები იქნებიან.
ახალი ფონდის მიზანი ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობაა. როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, ჩინეთი მაღალტექნოლოგიურ ზესახელმწიფოდ უნდა იქცეს, რისთვისაც ინვესტიციები განხორციელდება ხელოვნური ინტელექტის, ენერგეტიკის, ბიოტექნოლოგიისა და კოსმოსის შესწავლის მიმართულებით.