LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ხანდაზმულ ადამიანებს „ვერცხლის მატარებელი“ მოემსახურება

113
gettyimages-2183667739

2027 წლიდან ჩინეთში ამუშავდება სპეციალური „ვერცხლის მატარებელი“ რომელიც ხანდაზმული ადამიანებისთვის იქნება გათვლილი. CNN-ის ინფორმაციით, ტრანსპორტი ასაკოვან მგზავრებს კომფორტულად მგზავრობის შესაძლებლობას მისცემს.

მატარებელი არამხოლოდ ხანდაზმული, არამედ შშმ პირების საჭიროებებს იქნება მორგებული და მუდმივად იმორიგევებს სამედიცინო ჯგუფიც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენას შეძლებს.

„ეს მატარებელი სხვებთან შედარებით ბევრად უფრო თანამედროვეა, თანაც ყველა ასპექტში. ჰყავს თავისი გამცილებლები, სამედიცინო პერსონალი და სასადილო ზონები. მას ყველაფერი აქვს ჩვენი კომფორტისთვის“ – განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

ინიციატივის ავტორებს იმედი აქვთ, რომ სიახლე ხანდაზმულ ადამიანებს მეტი მოგზაურობის სტიმულს მისცემს.

საქმე ისაა, რომ ქვეყნის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა და 22% მიაღწია. ეს მაშინ როცა 16-დან 59 წლამდე ადამიანების რიცხვი მუდმივად იკლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები