LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში მწვადის პირველი ინსტიტუტი იხსნება

109
008a5ebb-8e1d-4618-9310-78ab00b5f4ee_s

ჩინეთში, ხუნანის პროვინციის ქალაქ იუეიანში გაიხსნება ქვეყანაში პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მწვადის კვლევასა და განვითარებას მიეძღვნება. ამის შესახებ გამოცემა China Daily წერს.

ჩინეთის უნივერსიტეტები უკვე წლებია ამზადებენ ექიმებს, ინჟინრებს, იურისტებს, პედაგოგებსა და ბიზნესსპეციალისტებს. ამიერიდან კი ხუნანის პროვინციაში მდებარე უნივერსიტეტი მწვადის ექსპერტების გამოზრდას დაიწყებს.

„იუვეიანის ღია უნივერსიტეტი ითანამშრომლებს იუეიანის მწვადის საზოგადოებასთან, რათა შეიქმნას ჩინეთში პირველი პროფესიული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მთლიანად მწვადის მომზადებას დაეთმობა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ინსტიტუტი მიზნად ისახავს მოამზადოს სპეციალისტები, შეიმუშაოს მწვადის მომზადების სტანდარტები და ხელი შეუწყოს ადგილობრივი ბრენდების პოპულარიზაციას. ამგვარი საგანმანათლებლო დაწესებულების გახსნის გადაწყვეტილება უკავშირდება ასევე, იუეიანური მწვადის კულტურის მზარდ პოპულარობას ჩინეთში.

საქმე ისაა, რომ მწვადი ქალაქის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. დასახლებაში 2000-ზე მეტი მწვადის მაღაზია ფუნქციონირებს და ამ სფეროში 50 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. წლიური ბრუნვა კი 2 მილიარდ იუანს (დაახლოებით 280 მილიონ დოლარს) აჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები