Tesla-მ ევროპულ ბაზარზე პირველობა BYD-ს დაუთმო. ამერიკულმა ბრენდმა პირველად გაყიდა ევროპაში უფრო ცოტა მანქანა ვიდრე მისმა ჩინურმა კონკურენტმა. ინსაიდერთა ინფორმაციით, BYD-მ აპრილში 7231 ელექტრომობილის რეალიზება შეძლო, ხოლო Tesla-მ მხოლოდ 7165-ის. ანალიტიკოსთა აზრით მიზეზი „ტესლას“ მოძველებულ დიზაინში და მისი ხელმძღვანელის ილონ მასკის იმიჯის ცვლილებაშია. საქმე ისაა, რომ მასკის პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები ევროპელთა გემოვნებაში ვერ ჯდება.
ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს ევროპული ავტო ბაზრისთვის გარდამტეხი მომენტია. Tesla „მწვანე“ სეგმენტში მრავალი წლის განმავლობაში ლიდერობდა, BYD კი ბაზარზე საკმაოდ ახალბედაა: ჩინური ბრენდი ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში 2022 წლის ბოლოს გამოჩნდა. მანამდე ის მხოლოდ ნორვეგიასა და ნიდერლანდებში იყო წარმოდგენილი.
ამასთან, ევროპაში ელექტროქარებზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. აპრილის თვეში 28%-ით მეტი ასეთი მანქანა დარეგისტრირდა, ვიდრე 2024 წლის იმავე თვეში. ზრდის მთავარი მასტიმულირებელი ძალა ჩინური ბრენდები გახდნენ, რომლებიც გაყიდვებს სწრაფად ზრდიან, მიუხედავად საკმაოდ გაზრდილი გადასახადებისა.