გუშინ, ვაშინგტონში, აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართა.
ვიდეო: უხერხული მომენტი ტრამპის ინაუგურაციაზე – ქერი ანდერვუდს სიმღერის შესრულება აკაპელით მოუხდა
საპატიო სტუმრებს შორის გახლდნენ პრეზიდენტის ახლო მეგობარი და იდეოლოგი, ილონ მასკი, Meta-ს დამფუძნებელი, მარკ ზაკერბერგი, Amazon-ის მფლობელი, ჯეფ ბეზოსი და მისი საცოლე, ლორენ სანჩესი.
სწორედ ამ უკანასკნელის „ლუქი“ გახდა განხილვის საგანი. აღსანიშნავია, რომ სანჩესი ჩაცმულობის გამო ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი და არც მისი ინაუგურაციის იმიჯი აღმოჩნდა გამონაკლისი.
მილიარდერის საყვარელ ქალს თეთრი ორეული, შარვალი და პიჯაკი ეცვა, რომელსაც მან მაქმანებიან „ბრა“ შეუხამა.
ალბათ სწორედ მისი პიკანტურ „ჭრილი“ გახდა მარკ ზაკერბერგის წუთიერი ინტერესის ობიექტი. მედიაში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც Meta-ს დამფუძნებელი ლორენს მკერდზე უცქერს. მარკთან ჩურჩულისგან თავი არც თავად ლორენს შეუკავებია. ცხადია, კადრებმა უამრავი სახალისო კომენტარი გამოიწვია.
„იქნებ მარკი მართლაც ჩვეულებრივი ადამიანია“, „არ ყოფილა უცხოპლანეტელი“, „მარკ ზაკერბერგი მზადაა ბეზოსის რისხვისთვის“, „არც ისე მორიდებული ყოფილა“, „ისტორიული კადრებია“, „ველით ამაზონის რეაქციას“, – არ წყდება კომენტარები.
„თეთრი სახლი წითელი კაბით დაიპყრო“ – ამაყი ჯეფ ბეზოსისა და ცეცხლოვანი ლორენ სანჩესის უზადო გამოჩენა
ხავერდოვანი მშვენიერება – მილიარდერი ჯეფ ბეზოსის საცოლე 9000 დოლარიან კაბაში