ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანია TV პირველს ვალის დასაფარად ერთი თვის ნაცვლად ერთდღიანი ვადა მისცა.
ჩვენ გვემუქრებიან ინკასოთი, მაშინ როცა იმედს და რუსთავი 2-ს მილიონობით ვალს პატიობენ… გადაახდევინეთ მილიონობით ვალი „იმედს“, „მაესტროს“ „რუსთავი2-ს“ და მერე დაგვემუქრეთ ინკასოებით ბატონებო, გვინახავს ასეთი შეტევები და ვიცით როგორც მთავრდება ხოლმე. არ ვაპირებთ კისერზე თქვენი უღელი დავიდგათ“”, — განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ერთიანი შტურმი მიიტანოს თავისუფალ მედიაზე.
“ეს რის შტურმი ჩვენზე და მცდელობა მარწუხებში მოაქციონ თავისუფალი მედია”,- აცხადებს ინგა გრიგოლია.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/786374901831473/
