LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ იმდენად განსხვავებულები ვიყავით… ვცდილობდით ერთმანეთზე მეტი გაგვეგო, ზუსტად ისე, როგორც ამას ფილმის გმირები აკეთებენ“ – 83 წლის ბარბრა სტრეიზანდი რობერტ რედფორდს ემშვიდობება

1883
page

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდმა კიდევ ერთი ლეგენდა, რობერტ რედფორდი დაკარგა. მისი ოჯახის ინფორმაციით, ის მშვიდად, ძილში გარდაიცვალა.

89 წლის მსახიობს, რომელსაც სამოცზე მეტი წლის კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს ორი „ოსკარი“ და სამი „ოქროს გლობუსი“, მსოფლიო ვარსკვლავები დიდი სიყვარულით იხსენებენ და ემშვიდობებიან.

რობერტ რედფორდის 5 საუკეთესო ფილმი – რჩეული ფილმები

ერთ-ერთი ასეთი ვარსკვლავია ბარბრა სტრეიზანდი, რომელიც მასთან ერთად ფილმში, „როგორები ვიყავით“ მონაწილეობს და არაერთი წყაროს ცნობით, რედფორდზე შეყვარებულიც კი იყო.

ბარბრა სტრეიზანდი რობერტ რედფორდზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული, რობერტი კი ინტიმურ სცენაში მისგან თავს იცავდა – დრამის, „როგორები ვიყავით“ აქამდე უცნობი დეტალები

83 წლის არტისტმა და მსახიობმა „ინსტაგრამზე“ რედფორდთან ერთად გაღებული შავ-თეთრი ფოტო გაავრცელა და კოლეგას ემოციური სიტყვებით გამოეთხოვა.

„ყოველი დღე ფილმის გადასაღებ მოედანზე იყო გამორჩეული, განსაკუთრებული და სიხარულით აღსავსე.

ჩვენ იმდენად განსხვავებულები ვიყავით, ის ცხენების სამყაროდან მოდიოდა, მე კი მათზე ალერგია მქონდა. მიუხედავად ამისა, ვცდილობდით ერთმანეთზე მეტი გაგვეგო, ზუსტად ისე, როგორც ამას ფილმის გმირები აკეთებენ.

ის იყო ქარიზმატული, ინტელექტუალური, ენერგიული, მუდამ საინტერესო და ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი, ვისთანაც კი ოდესმე შეხება მქონია. ბოლო შეხვედრისას, როცა ჩვენ ერთად ვივახშმეთ, ხელოვნებაზე ვსაუბრობდით.

ის თავისებური და გამორჩეული ადამიანი იყო. მე უკიდურესად მადლიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მასთან ერთად მემუშავა“, – წერს ბარბრა.

ბარბრა სტრეიზანდი რობერტ რედფორდზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული, რობერტი კი ინტიმურ სცენაში მისგან თავს იცავდა – დრამის, „როგორები ვიყავით“ აქამდე უცნობი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები