LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვისწავლეთ ის, რომ ვერაფერი ვისწავლეთ – გიორგი ფხაკაძე კორონავირუსზე

312
fxakadzegiorgi2012

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ,,რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში კოვიდის მესამე ტალღაზე საუბრობს:

ჩვენ ვისწავლეთ ის, რომ ვერაფრი ვისწავლეთ. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ითხოვს რადიკალურ ცვლილებებს. ზუსტად კოვიდმა დაგვანახა, რომ ასე აღარ შეიძლება და გვჭირდება რადიკალური ცვლილებები. ხალხი შეეჩვია, რომ ესა არის კორუმპირებული, არაპროფესიონალური სტრუქტურა, რომელიც რას აკეთებს, კაცმა არ იცის. ჩვენ არანაირი გამოწვევის წინაშე არ ვართ მზად – დაწყებული განათლებთ, დასრულებული ფარმაცევტული ბაზრითა და სხვა სფეროებით. იმედი მაქვს, რომ 2021 წელი იქნება გადახედვის წელი, რადგან მსოფლიო ემზადება მესამე ტალღისთვის.

ეპიდემიას ახასიათებს ტალღები, პრაქტიკულად ჩვენ პიკი მეორე ტალღის უკვე გვაირეთ, ჩვენ დაგვეხმარა ეს შეზღუდვები, რომელიც არ იყო მთლად კარგი. ეს იყო მინდა, არ მინდას ტიპის შეზღუდვები და ეს არაა მარტო საქართველოს პრობლემა. გამოდიან ევროპაშიც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ლანძღავენ მთავრობას.  ევროპაში არიან უფრო ძლიერი ჯანდაცვის მინისტრები და ისინი აპოკალიფსურ სურათს ხატავენ. უმეტესად მთავარი ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის მინისტრები გაძლიერებული დაცვით დადიან. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უფრო ბიზნესის მხარესაა, რადგან ბოლომდე არ აკეთებენ თავიანთ ეპიდემიოლოგიურ საქმეს, რასაც ქვია სრული ჩაკეტვა. ამიტომ მესამე ტალღაზე გადასვლა იქნება ძალიან რბილი და ეს ტალღა იქნება ყველგან.

ჩვენ ასევე არ ვართ მზად ვაქცინაციისთვის. ბევრ ადამიანს ეშინია ამაზე ლაპარაკის, რაგან მოსახლეობის 46 პროცენტი ვაქცინების წინააღმდეგია. ამიტომ, როცა მე ვლაპარაკობ ვაქცინაციაზე, ბევრი ადამიანი ბრაზდება. ამის გამო ნეგატიური ტალღა წამოვიდა ჩემი მისამართით. ანუ მე მივიღე ის დარტყმა, რომელიც არ მიიღო შესაბამისმა ორგანოებმა. ის კი იმის ბრალია, რომ მთავრობას არ უყვარს არაპოპულარულ თემებზე საუბარი. სწორედ ინფორმაციის არასწორი მიწოდება იწვევს იმას, რომ ეს ტალღა იზრდება და მეშინია, რომ ეს 46 პროცენტი არ გახდეს უფრო მეტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები