LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა” – დედამიწის დღესთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა.

115
Capture

ქალაქ გარდაბნის ლევან დევდარიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნების, განახლების, დაცვისა და ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით გამწვანების აქცია მოეწყო.

სხვადასხვა სახეობის მცენარეები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილე ფუად მირზოევმა ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სამირ ხიალოვმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად დარგეს.

„დედამიწის დღის აღსანიშნავად, ლევან დევდარიანის სახელობის  გარდაბნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, გამწვანების აქცია მოვაწყვეთ.

ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზოში დაირგო სხვადასხვა სახეობის ნერგები. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ პროცესში და საკუთარი წვლილი შეიტანეს გარემოს დაცვაში. მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისა და მდგრადი მომავლის შესაქმნელად“, – განაცხადა დავით კარგარეთელმა.

საქართველოში დედამიწის დღე, უკვე 35 წელია მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი ღონისძიებებით აღინიშნება. ცნობიერების ზრდასთან ერთად, იზრდება სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა და ჩართულობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g