LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი პასუხია, რომ ევროპაში შევალთ და იქ გვექნება ის, რაც საქართველოს ეკუთვნის“ – პრეზიდენტი საზოგადოებას 8 ნოემბერს, ორბელიანის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდებს

150
BeFunky-collage (1)

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, ხვალ, 20:00 საათზე დაგეგმილი კონცერტი, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო აღარ ჩატარდება, თუმცა პრეზიდენტი საზოგადოებას შეკრებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასევე დაიწყება ხელმოწერების შეგროვება.

„ჩვენ უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას.. ძალიან გასაკვირია, რომ ვინმეს სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის.. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს და სრულიად საქართველოს“ – სალომე ზურაბიშვილი

„ხვალ იქნება ევროკავშირის კომისიის დასკვნა, რომელიც ჯერ გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაპირებდით და ვგეგმავდით ხვალ, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს არა ზეიმისთვის (ზეიმი იქნება, თუ ჩვენ პასუხი მივიღეთ დეკემბერში), მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპანია, რომელშიც ყველანი იქნებით ჩართული – ჩვენი საზოგადოების ყველა ნაწილი. ეს უნდა იყოს ერთიანი, დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი, რადგან, რუსეთმა სცადა კიდევ შეგვიცვალოს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენ მართლაც დღეს, მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი, შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე, მაგრამ არა მისი არსი, ჩვენ ხვალ შევიკრიბებით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ, ევროპაში გავაგზავნით ჩვენს ხმას – შენს ხმას, ყველანი ინდივიდუალურად და ყველანი ერთად, აქ ყველანი უნდა ვიყოთ და ვიდგეთ, არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ხელმოწერების კამპანიას, რადგან რუსეთი ვერასდროს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს, ეს ჩვენი წარსულიდან მაგალითია, რომელიც მოგვყვება, რომ საქართველომ არასდროს, თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით, ეს არის ნება ხალხისა და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ ევროპაში შევალთ და იქ გვექნება ის, რაც საქართველოს ეკუთვნის, იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნა და მშვიდობიანი ყოფნის მომავალი. ხვალ, 20:00 საათზე შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

„ინციდენტი ცნობილ ადგილზე მოხდა“ – სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„განა ესაა მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, საოკუპაციო ძალები ზურგში ესვრიან? ყალბია „რუსული ოცნების“ ნარატივი, როცა მშვიდობაზე გვესაუბრება.. ხელისუფლებას არჩეული აქვს შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან“ – თინა ბოკუჩავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g