LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი წყაროები იტყობინებიან, ქოცებში მიდის მათ მედიებზე გადაბრალება, რომ ვერ გაუქაჩეს პროპაგანდაში. ახლა , სანამ ამოისუნთქავენ და ხელახლა დააყენებენ ამ პუტინის კანონს დღის წესრიგში“ – ინგა გრიგოლია

194
ინგა

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, დღეიდან მმართველი გუნდის მთავარი სამიზნე არა ოპოზიცია, არამედ კრიტიკული მედია იქნება.

„ახლა რაშია საქმე. როგორც ჩვენი წყაროები იტყობინებიან, ქოცებში მიდის მათ მედიებზე გადაბრალება, რომ ვერ გაუქაჩეს პროპაგანდაში. ახლა, სანამ ამოისუნთქავენ და ხელახლა დააყენებენ ამ პუტინის კანონს დღის წესრიგში, წავა კრიტიკული მედიის სრული განადგურების მცდელობა.

რეპრესიები, რეპუტაციული განულება (აქამდე რასაც აკეთებდნენ, ორჯერ მეტი), ფინანსური მოხრჩობა (ისედაც უმძიმესია მდგომარეობა ამ მხრივ). დღეიდან მათი მთავარი სამიზნე ოპოზიცია კი არა, კრიტიკული მედიაა, რომ აღიგავოს პირისაგან მიწისა..

წარმოიდგინეთ, რომ არ ყოფილიყო ეს მედია, რა გრიალ-გრიალით გაიტანდნენ ხალხის ძალები ამ კანონსაც, ჰოდა ახლა იწყება ყველაზე მძიმე ეტაპი ჩვენთვის“. – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ხალხის რამდენიმედღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია

რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა?

ამავე თემაზე:

სერგი კაპანაძე: პირველი მოსმენით მიღებული კანონის „გაწვევა“ არ არსებობს – საქმით უნდა აჩვენო „გაწვევა“, დააყენო მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდო

„რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით“ – ლევან ალაფიშვილი

ელისაშვილი: ვენეციის კომისიას ერთი გრძელი ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ – ნასვამები ვიყავით და არ გვინდოდა მაგის გამოგზავნაო, დაახლოებით, ისე შეყვარებულს, რომ უგზავნიან ხოლმე

რუსთაველზე აქცია მაინც გაიმართება: გვჭირდება მკაფიოობა როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი, რადგან მათი განცხადებები ბუნდოვანია

 

 

magti 5g